Sunday, June 28, 2015

ტრეინგის მეცხრე დღე
 დღეს დავასრულეთ ტრეინინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება.'' გავიარეთ 8 მოდული : პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტების დაგეგმვა,კავშირები,სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთპოლიოს ჩვენება.
        ტრეინინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავათენტურ  და ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრეინინგმა მოლოდინს გადაჭარბა,ბევრად მეტი ცოდნა შევიდძინე  ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. ძალიან სასიამოვნოა დიანა მიქაძესთან მუშაობა.

No comments:

Post a Comment