Sunday, June 28, 2015

ტრეინგის მეცხრე დღე
 დღეს დავასრულეთ ტრეინინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება.'' გავიარეთ 8 მოდული : პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტების დაგეგმვა,კავშირები,სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთპოლიოს ჩვენება.
        ტრეინინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავათენტურ  და ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრეინინგმა მოლოდინს გადაჭარბა,ბევრად მეტი ცოდნა შევიდძინე  ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. ძალიან სასიამოვნოა დიანა მიქაძესთან მუშაობა.
ტრეინინგის მერვე დღე

      ვისაუბრეთ შეფასებებზე, განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია და
და მოვახდინეთ უკუკავშირი.
 ვნახეთ ერთმანეთის შეფასების რუბრიკები,ცხრილები. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა. 
        ვიმუშავეთ გუგლდრაივში
ტრეინინგის მეშვიდე დღე

       ტრენინგის მე-7 დღეს მოდული 6 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასება, გავეცანით შეფასების ფორმები, გავუკეთეთ ადაპტირება და მოვარგეთ ჩვენს   პროექტს. შევისწავლეთ განსაკუთრებული საწიროებების მქონე მოსწავლეთა სწავლების მიდგომის წესები, ასევე გავეცანით შეფასების ფორმებსა და სახეებს.
 დღევანდელი ტრენინგის მასალას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეთა ნამუშევრების ეფექტურ  და ზუსტ შეფასებაში.


ტრეინინგის მეექვსე დღე
     
      ტრენინგის მე-6 დღეს შევისწავლეთ მოდული 5 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაეფასებაგავეცანით პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებას შესწავლილი მასალა გამოგვადგება წარმატებული სასწავლო 



მიზნის მიღწევაში
ტრეინინგის მეხუთე დღე
       
          ძალიან  ბევრის მომცემი ტრენინგია.უზომოდ საინტერესო,  ამიტომაცაა ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს.თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და მეტად ვფიქრობ,ხომ კარგად გამომივა?ხომ სრულყოფილად ვიტყვი ჩემი პროექტის სათქმელს?ბევრს ვიმუშავებ ამისათვის და გამომივა.
დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს,რომ მუშაობის დროს აუცილებელია სხე.ვისი უფლებები რ დავარღვიოთ. ვისწავლეთ მაკრატლის გამოყენება,ვიმუშავეთ სასწავლო პრეზენტაციის შექმნაზე.
ტრეინინგის მეოთხე დღე

        ტრერინგის მეოთხე დღეს  გავიარეთ მეორე მოდული. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რაც მოსწავლეებს დაეხმარება აზროვნების განითარებაში.ასევე  ვისწავლეთ  შეფასების  სტრატეგიები.  ვფიქრობ  ეს  საკითხები, რომელიც  დღეს გავიარე და   უნდა  ვისწავლო  შესაძლებლობას  მომცემს  უკეთ  გავვერკვე  პროექტის  შექმნასა  და  განხორციელებაში